დაბრუნებისა და ანაზღაურების პოლიტიკა

დაბრუნების პოლიტიკა - Kart Bagration Valley

სასიამოვნოა, რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრი. ვიმედოვნებთ, თქვენი გამოცდილება Kart Bagration Valley-თან  იქნება პოზიტიური.თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი შეძენილი პროდუქციით, მისი დაბრუნება შეგიძლიათ.

  1. დაბრუნების ვადა

 დაბრუნების განაცხადის განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოგვაწვდით შესაბამის ფოტო ან ვიდეო მასალას, რომელიც ადასტურებს პროდუქციის მდგომარეობას, მიღებიდან 1-2 დღეში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 14 დღის განმავლობაში, მაგრამ განაცხადი უნდა გაკეთდეს და მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოთ პროდუქტის მიღებიდან პირველ 1-2 დღეში.

  1. დაბრუნების პირობები
  • პროდუქცია უნდა იყოს დაუზიანებელი და ისეთივე მდგომარეობაში, როგორც თქვენ მიიღეთ.
  • პროდუქციის დაბრუნების ან გაცვლისთვის, ყველა იარლიყი და ბირკა უნდა იყოს ადგილზე და ხელუხლებელი. ბირკის მოხსნა ან ტანსაცმლის გამოყენება ავტომატურად გამორიცხავს პროდუქციის დაბრუნების ან გაცვლის შესაძლებლობას.
  • პროდუქცია არ უნდა იყოს გამოყენებული ან გარეცხილი. დაბრუნებული ტანსაცმელი არ უნდა შეიცავდეს გამოყენების ან ნახმარი ნივთების ნიშნებს, მათ შორის უსიამოვნო სუნს, ნარჩენებს ან დაზიანებას.
  • კომპანია იტოვებს უფლებას, განახორციელოს დაბრუნებული პროდუქციის შემოწმება. თუ აღმოჩნდება, რომ პროდუქცია არ შეესაბამება დაბრუნების პოლიტიკის პირობებს, დაბრუნება ან გაცვლა არ განხორციელდება და პროდუქცია დაუბრუნდება მომხმარებელს.
  1. დაბრუნების პროცედურა   
  • გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში ელ.ფოსტის ან სატელეფონო ნომრის საშუალებით, რათა შეგვატყობინოთ თქვენი დაბრუნების თხოვნა.
  • მოგვაწოდეთ თქვენი ტელეფონის ნომერი  და მიზეზი დაბრუნების შესახებ.
  • ჩვენ გამოგიგზავნით ყველა საჭირო ინსტრუქციას დაბრუნების შესახებ
  • დაგვიკავშირდით იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მხრიდან მოხდა არასწორი პროდუქციის გამოგზვნა.

 

  1. თანხის დაბრუნება
  • დაბრუნების მიღებიდან და დადასტურებიდან 5-10 სამუშაო დღეში, თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გამოყენებულ გადახდის მეთოდით, იმავე ბარათზე რომლითაც ისარგებლეთ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ხარჯები პროდუქციის დაბრუნებისას იქნება თქვენს მიერ გადასახდელი. იმ შემთხვევაში თუ შემოწმების შემდეგ ,პროდუქტი , მართლაც, წუნდებული აღმოჩნდება ავტომატურად დაგიბრუნდებათ ,როგორც ტრანსპორტირების ასევე პროდუქტში გადახდილი საფასური.
  1. გაცვლის პირობები
  • გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ არის გამოყენებული.
  • გაცვლის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ, რათა დავაზუსტოთ მოთხოვნილი პროდუქციის ხელმისაწვდომობა.
  1. დეფექტური პროდუქცია
  • თუ თქვენ მიიღეთ დეფექტური ან დაზიანებული პროდუქცია, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ ფოტოები დაზიანების შესახებ. ჩვენ ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე და შესაბამისი ზომების მიღებაზე.

 

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ.ფოსტა: kartbagrationvalley@gmail.com
ტელეფონი: (+995) 555-292-772

გმადლობთ, რომ აირჩიეთ Kart Bagration Valley!